2019 წელს ეროვნული ლიგის გათამაშებას მოქმედი ჩემპიონი “საბურთალო” ბათუმის “დინამოსთან” საშინაო მატჩით დაიწყებს – 1 მარტს ქალაქელები “მიხეილ მესხზე” აჭარლებს 19:00 საათზე დაუპირისპირდებიან. სწორედ, ხსებული შეხვედრა გახსნის ეროვნული ლიგის გათამაშებას.
მეორე ტურში თბილისელები დედაქალაქურ დერბიში  5 მარტს “ლოკომოტივს” გაეჯიბრებიან, ხოლო შემდეგ 10 რიცხვში “რუსთავს” უმასპინძლებენ.