ანტე გიმ დღეს “საბურთალოსთან” ხელშეკრულება გააფორმა. კოტ-დ’ივუარელმა ფეხბურთელმა ჩემპიონ კლუბთან 1+1 კონტრაქტს მოაწერა ხელი. კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ  შემდეგი განაცხადა:
“მოხარულები ვართ, რომ გისთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება. ვფიქრობ, ჩვენი კლუბის ახალწვეული ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერია საქართველოში. მას აქვს ეროვნულ ლიგაში თამაშის გამოცდილება, სადაც კარგად წარმოაჩინა თავი. გისთვის საქართველო უცხო არ არის – ფეხბურთელი კარგად იცნობს ქართულ ფეხბურთსა და გარემოს. მჯერა, ახალწვეული კარგად წარმოაჩენს თავს და დაგვეხმარება წარმატების მიღწევაში”.