1999 წლიდან საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” იცავს ქართული ფეხბურთის ღირსებას. კლუბის წარმატების საიდუმლო ინოვაციურ მენეჯმენტსა და ხედვაშია. ჩვენი მიზანია საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთის აღორძინება საქართველოში და ევროპულ ასპარეზზე ღირსეული და მნიშვნელოვანი ადგილის დამკვიდრება, რათა ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ევროპაში თავის წარმოჩენის შესაძლებლობა მიეცეთ.
ს.კ. “საბურთალოს” უმთავრესი ღირებულებებია – პროფესიონალიზმი,  Fair Play, (სუფთა თამაშის წესები) და ნიჭიერი ფეხბურთელების ევროპულ ასპარეზზე წარმატებულად რეალიზება.
მრავალწლიანი გამოცდილება, ისევე როგორც ჩვენს მიერ დანერგილი და განხორციელებული ევროპული სტანდარტები გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მიზნები იყოს ეფექტურად წარმოჩინებული და განხორციელებული დროის უმოკლეს ვადაში.
ამ წლების განმავლობაში კლუბის განვითარებისთვის, განხორციელდა რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია, რაც გამოყენებული იქნა პირველ რიგში სათამაშო მოედნების ასაშენებლად და ევროპული დონის ინფრასტრუქტურის  შესაქმნელად. ყოველწლიურად, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ხორციელდება მწვრთნელთა გადამზადება და სპორტსმენთა სისტემატური სტაჟირება ევროპული ქვეყნების წამყვან კლუბებში.
მცირე დროში ს.კ.”საბურთალომ” შეძლო 6 წლის ასაკიდან 18 წლამდე ფეხბურთელების აღზრდის თანამედროვე სისტემის დანერგვა და თავისივე აღზრდილი ფეხბურთელებით უმაღლეს ლიგაში გადასვლა, სადაც ზედიზედ სამი წელია წარმატებით ასპარეზობს. ამ მოდელმა განაპირობა უპრეცენდენტო წარმატება ქართულ საფეხბურთო სივრცეში. უმაღლესი ლიგიდან კი გზა იხსნება ევრო თასებისაკენ.

ს.კ.”საბურთალოს” მიღწევები:
2010-2011 წლის საუკეთესო საფეხბურთო სკოლა
2011-2012 წლის საუკეთესო გუნდი – “საბურთალო”-98
2012-2013 წლის საუკეთესო საფეხბურთო სკოლა
2012-2013 წლის საუკეთესო გუნდი – “საბურთალო”-98
2012-2013 წლის საუკეთესო მწვრთნელი
2012-2013-2014-2015-2016 და 2017 წლებში მოზარდები და ჭაბუკები ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ
2011-2013 წწ. “სალერის თასის” ოთხთა საერთაშორისო ტურნირის სამგზის გამარჯვებული (“საბურთალომ” 2011 წელს ვიტესი, 2012 წელს მალაგა, ხოლო 2013 წელს ატლეტიკო დაამარცხა)
2014-2015 წწ. გახდა პირველი ლიგის გამარჯვებული და მოიპოვა უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება
2015 წელს ს.კ.”საბურთალომ” საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში პირველად იასპარეზა
2015 წელს U19 გუნდი გახდა ასაკობრივი ჩემპიონატის გამარჯვებული და იყო პირველი ქართული გუნდი, რომელსაც უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე თამაშის შესაძლებლობა მიეცა
2015 წელს U19-ის გუნდმა პირველად იასპარეზა უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე
2016 წელს “საბურთალოს” ასაკობრივი გუნდები გახდნენ ელიტ ლიგის გამარჯვებულები
2016 წელს U19გუნდი გახდა ასაკობრივი ჩემპიონატის გამარჯვებული და მეორედ მოიპოვა ევრო ტურნირების საგზური
2017 წელს “საბურთალომ” კიდევ ერთხელ ითამაშა U19-ის უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე, სადაც პირველი ეტაპი თურქულ “ბურსასთან” წარმატებით დაძლია
2017 წელს “საბურთალო”-2 (ფარმ-გუნდი) გახდა რეგიონალური ლიგის გამარჯვებული და 2018 წელს ლიგა-3-ში თამაშის უფლება მოიპოვა
2017 წელს 2004 წელს დაბადებულები ქალაქ ნალჩიკში საერთაშორისო ტურნირის “აფშევის თასი” გამარჯვებულები გახდნენ
2018 წელს “საბურთალო”-2-მა ლიგა-3-ში იასპარეზა
2018 წელს 2004 წელს დაბადებულებმა “ზამთრის თასი” მოიგეს
2018 წელს 2005 წელს დაბადებულები ქალაქ ნალჩიკში საერთაშორისო ტურნირის “აფშევის თასი” ვერცხლის პრიზიორები გახდნენ