“საბურთალოს” 17 წლამდე ჭაბუკთა გუნდმა, რომელსაც ვალერი გაგუა ხელმძღვანელობს, ჩემპიონატის ბოლო ტურში ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლა და მეტოქე 3:2 დაამარცხა. დუბლი ავალიანმა მიითვალა, ერთი ბურთიც უთმელიძის ანგარიშზეა. ამრიგად, ჩვენმა გუნდმა, რომელიც ერთი წლით უფროს ასაკში ასპარეზობდა სეზონი მეორე ადგილზე და ვერცხლის სინჯის მედლებით დაასრულა.
საბურთალო: კალანდაძე, მჭედლიშვილი, ჩაბრაძე, გუგეშაშვილი, რუხაძე, ო. მამაგეიშვილი, გ. მამაგეიშვილი, ავალიანი, გოდერძიშვილი, გვიშიანი, უთმელიძე.
ცვლილებაზე იყვნენ: საჯაია, კვაშილავა, თავზარაშვილი, ალექსიძე, ჟივიძე, ღონღაძე, ხურცილავა.