“საბურთალოს” ჭაბუკთა გუნდებმა “ოქროს ლიგა” წარმატებით დაიწყეს – დავით ხიტირისა და ვალერი გაგუას გუნდებმა პირველი გამარჯვებები მოიპოვეს. 15 წლამდელებმა ბათუმის “დინამოს” უმასპინძლეს და 4:1 გაიმარჯვეს, ხოლო 17 წლიანებმა “ნორჩ დინამოს” ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს.
უმცროსებიდან გოლები ოთო მამაგეიშვილმა, კვაშილავამ, კოზმანიდიმ და გულიაშვილმა გაიტანეს, ხოლო უფროსებიდან შედეგიანი დარტყმები გოშთელიანმა, დევდარიანმა, ტალახაძემ და უთმელიძემ განახორციელეს.
საბურთალო-15: მაქაცარია, ტყემალაძე, კვაშილავა, სანაია, რუხაძე, ო. მამაგეიშვილი. გ. მამაგეიშვილი, გვიშიანი, თავყელიშვილი, კოზმანიდი, ღონღაძე.
ცვლილებაზე შევიდნენ: კვერნაძე, სულაძე, გულიაშვილი წულუკიძე, საჯაია.
საბურთალო-17: ბახტაძე, დევდარიანი, ლატარია, გუგეშაშვილი, მამაცაშვილი, ტალახაძე, ალექსიძე, ილურიძე, ავალიანი, ჟივიძე, ბლიაძე.
ცვლილებაზე იყვნენ: სომხიშვილი, მჭედლიშვილი, ჩაბრაძე, ხარაზიშვილი, ხურცილავა, უთმელიძე, გოშთელიანი.