“საბურთალო-2, რომელსაც რევაზ გოცირიძე ხელმძღვანელობს, ხვალ ჩემპიონატის მატჩში ბოლო ოფიციალურ შეხვედრას გამართავს – ჩვენს გუნდს მეტოქეობას “გარდაბანი” გაუწევს. შეხვედრა მარტყოფის სარაგბო სტადიონზე გაიმართება, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება.
37 ტურის შემდეგ, საბურთალოელების აქტივში 64 ქულაა. გათამაშების ცხრილში გუნდი მეოთხე ადგილზე იმყოფება.