“საბურთალო”-2-მა, რომელსაც რევაზ გოცირიძე ხელმძღვანელობს, მოსამზადებელი ეტაპი დაგეგმა – თბილისელები მზადებას დედაქალაქში დაიწყებენ, 12-26 თებერვალს კი თურქეთის ქალაქ სიდეში გაემგზავრებიან, სადაც რამდენიმე სპარინგ-მატჩს გამართავენ. თუმცა, თურქეთში წასვლამდე გოცირიძის ბიჭები თბილისშიც ჩაატარებენ ამხანაგურ შეხვედრებს. 19 იანვარს გორის “დილას” გაეჯიბრებიან, 26 რიცხვში “ნორჩ დინამოსთან” მოსინჯავენ ძალებს, 2 თებერვალს “ლოკომოტივს” დაუპირისპირდებიან, ხოლო 8 თებერვალს “თელავთან” ითამაშებენ.