“საბურთალო”-2-მა ლიგა-3-ის გათამაშება “გარდაბანთან” მოგებით დაასრულა – დღეს, რევაზ გოცირიძის გუნდი მარტყოფის სარაგბო სტადიონზე დაუპირისპირდა მოწინააღმდეგეს და 2:0 გაიმარჯვა. ჩვენი გუნდიდან დუბლი გიორგი გოჩოლეიშვილმა მიითვალა, რომელმაც “საბურთალო”-2-ის შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა. დღევანდელ შეხვედრაში დებიუტანტებიც იყვნენ – გელაძემ, მამაცაშვილმა და ასკურავამ  პირველად მოირგეს “საბურთალო-2-ის მაისურა.
რაც შეეხება ზოგადად სეზონს, ჩვენმა გუნდმა ჩემპიონატი 67 ქულით მეოთზე ადგილზე დაასრულა, რაც ურიგო შედეგი ნამდვილად არაა. რევაზ გოცირიძის კრებული ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელთა დიდი ნაწილი სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ასპარეზობს.
საბურთალო: მეგრელიშვილი, გელაძე, ფურცელაძე, ტაბატაძე, მამაცაშვილი, ჭანტურიშვილი, გოჩოლეიშვილი (ბერუჩაშვილი 71), ქებაძე (ტალახაძე 46), ჩოთალიშვილი (ასკურავა 58), მაჩარია, ფოჩხუა.