11 ივნისს “საბურთალო”-2, რომელიც ლიგა-3-ში ასპარეზობს, დუშეთის “არაგვს” “ბენდელაზე” უმასპინძლებს და წარმატებით თამაშს ეცდება. ხსენებული შეხვედრა 18:30 საათზე დაიწყება. 14 ტურის შემდეგ რევაზ გოცირიძის შეგირდების აქტივში 28 ქულაა. საბურთალოელები გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან.
აქვე გეტყვით, რომ ეს გუნდები გასულ სეზონში რეგიონალურ ლიგაშიც ერთად ასპარეზობდნენ. შარშანდელი მატჩები ჩვენი გუნდის გამარჯვებით, 4:1 და 4:0 დასრულდა.