“საბურთალო-ბენდელა”, (2007) რომელსაც ვოვა მუსერიძე ხელმძღვანელობს, შვედეთში გასამართ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე – Gothia Cup-ის გათამაშებაზე იასპარეზებს. ჩვენი გუნდი სკანდინავიაში 13 ივლისს გაემგზავრება.
ტურნირის საზეიმო გახსნა 15 რიცხვში იგეგმება. ამ დღეს საბურთალოელები პირველ ოფიციალურ მატჩს გამართავენ. თბილისელებს ჯგუფში მეტოქეობას გერმანული და ორი შვედური გუნდი გაუწევს.