35-ე ტურში, “ჩიხურასთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, ტურის სიმბოლურ ნაკრებში რამდენიმე “საბურთალოს” ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი მოხვდა. საუკეთესო თერთმეტეულში გაზეთ “ლელო”-ს ვერსიით, მეკარე ლაზარე კუპატაძე, გაგი მარგველაშვილი და გიორგი რეხვიაშვილი დასახელდნენ. ასევე “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი. რაც შეეხება www.adjarasport.com-ს, ტურის სიმბოლურ ნაკრებში ხსენებული სპორტული ვებ-გვერდის ვერსიით გაგი მარგველაშვილი მოხვდა.