2018 წლის ქვეყნის ჩემპიონმა “საბურთალომ” “ზამთრის თასზე” ორი ახალწვეული – ცენტრალური მცველი ლევან კაკუბავა და უკრაინელი მეკარე დენის შელიხოვი კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ წარადგინა.
ლევან კაკუბავა ბოლოს საჩხერის “ჩიხურაში” ასპარეზობდა. რაც შეეხება 29 წლის დენის შელიხოვს, იგი ბელორუსის პრემიერლიგის მინსკის “ლუჩ”-ის კარს იცავდა. ახალწვეულებმა თბილისურ კლუბთან 2 წლიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
წარმატებები ვუსურვოთ კლუბის ახაწვეულებს “საბურთალოში”.