დედაქალაქური “საბურთალო” ხვალ, 4 დეკემბერს 2018 წლის სეზონში ბოლო საშინაო შეხვედრას გამართავს – გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის მეტოქე საჩხერის “ჩიხურა” იქნება. მატჩი, რომელიც “მიხეილ მესხზე” გაიმართება, 19:00 საათზე დაიწყება.
აღნიშნული თამაშის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები კლუბს ოფიციალურად დააჯილდოვებენ.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, საბურთალოელებმა პირველი ადგილი ორი ტურის წინ, “დინამოსთან” მატჩის შემდეგ გაინაღდეს. “ჩიხურა” კი მეოთხე ადგილისთვის იბრძვის, რაც მიღწევის შემთხვევაში გუნდს გაისად ევროპის ლიგაზე თამაშის შესაძლებლობას აძლევს.

4 დეკემბერი. “მიხეილ მესხი”. 19:00
საბურთალო – ჩიხურა
მსაჯები: ბ. ნინუა, გ. ელიკაშვილი, ლ. თოდრია, ბ. გლუშჩუკი
გუნდების მიერ ბოლო მატჩების შედეგები:
საბურთალო: ტორპედო 0:0, დინამო 2:1, ლოკომოტივი 1:1, რუსთავი 2:1
ჩიხურა: სამტრედია 2:1, ტორპედო 0:2, დინამო 4:1, ლოკომოტივი 0:0