“საბურთალოს” 15 წლამდელთა გუნდი, რომელსაც ბახვა ამბიძე ხელმძღვანელობს, “ზამთრის თასის” ფინალში ითამაშებს. მოზარდმა საბურთალოელებმა ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ითამაშეს “იმერეთის”, “სამცხე-ჯავახეთისა” და “გურიის” წინააღმდეგ, რის შემდეგაც ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. ნახევარფინალში ბახვა ამბიძის შეგირდებმა ქართლის ნაკრებს 2:0 აჯობეს და ფინალში გავიდნენ. გადამწყვეტ შეხვედრაში “საბურთალოს” მეტოქის ვინაობა 12 იანვარს გაირკვევა. უნდა ითქვას, რომ თბილისელები ფინალურ მატჩამდე ისე მივიდნენ, რომ კარის მშრალად შენახვა მოახერხეს.