სპორტულმა ვებ-გვერდმა www.adjarasport.com-მა მეორე წრის შემაჯამებელი თერთმეტეული დაასახელა, ასევე გამოავლინა მთავარი მწვრთნელი. აღნიშნულმა გამოცემამ მეორე წრის მთავარ მწვრთნელად, ისევე როგორც პირველ წრეში, “საბურთალოს” მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი დაასახელა. რაც შეეხება ფეხბურთელებს – ჩვენი გუნდიდან მეორე წრის სიმბოლურ ნაკრებში მეკარე ლაზარე კუპატაძე, მცველი გაგი მარგველაშვილი და ნახევარმცველი ვაგნერ გონსალვესი მოხვდნენ.