საფეხბურთო კლუბმა “საბურთალომ” ჩემპიონობის შემდეგ, უამრავი მილოცვა მიიღო, როგორც კლუბების ხელმძღვანელებისგან და გულშემატკივრებისგან, ასევე ნაცნობი თუ უცნობი ადამიანებისგან.
ჩვენთვის, ძალიან ბევრს ნიშნავს ერთმანეთის გვერდში დგომა, დაფასება და იმ სიხარულის ერთად გაზიარება, რაც კლუბმა ამ ხნის განმავლობაში განიცადა. 
გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას ამ უდიდესი სიხარულის გაზიარებისთვის! თქვენი გვერდში დგომა ჩვენ კიდევ უფრო გვაძლიერებს!