ყოველდღიურმა გაზეთმა “ლელო”-მ ეროვნული ლიგის მეორე წრე შეაჯამა და საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა. სასიხარულოა, რომ ჩამონათვალში 5 “საბურთალოს” ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი მოხვდა.
ხსენებულმა გამოცემამ საუკეთესო თერთმეტეულში ლაზარე კუპატაძე, გაგი მარგველაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ვაგნერ გონსალვესი და გიორგი კოხრეიძე დაასახელა, ასევე მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი.