გეცოდინებათ, რომ 11-13 იანვარს “ზამთრის თასი” გაიმართება, რომელსაც თბილისის ოლიმპიური სასახლის დარბაზი უმასპინძლებს. ამავე დარბაზში ჩატარდება ხსენებული ტურნირი 15 წლამდელებს შორისაც, სადაც სხვა გუნდებთან ერთად, “საბურთალოს” გუნდიც იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს 14 წლამდელებს შორის ტურნირის გამარჯვებული “საბურთალო” გახდა, რომელმაც ფინალში “დინამო” დაამარცხა.