ეროვნულმა ლიგამ მეორე წრის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, სადაც 4 “საბურთალოს” ფეხბურთელი მოხვდა – ლაზარე კუპატაძე, გაგი მარგველაშვილი, ლუკა ლაკვეხელიანი და ვაგნერ გონსალვესი. 
გეტყვით, რომ ორი წრის შემდეგ, დედაქალაქური “საბურთალო” 43 ქულით ლიდერობს პირველობას. ჩვენმა კლუბმა მეორე წრეში 22 ქულას მოუყარა თავი. 7 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი – ასეთია ქალაქელების შედეგი მეორე ნახევარში.