“საბურთალოს” ფეხბურთელმა გიორგი გულიაშვილმა 19 წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში იტალიის წინააღმდეგ თავი გატანილი გოლით გამოიჩინა, ქართველებმა კი იტალიელები 2:1 დაამარცხეს. მატჩი, რომელიც ამხანაგური იყო, “ზესტაფონის” ბაზაზე ჩატარდა.
თავდაპირველად, სტუმრები დაწინაურდნენ, მაგრამ პირველ ნახევარში გულიაშვილმა გამთანაბრებელი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში, ყოფილმა საბურთალოელმა ცოტნე ფაცაციამ სტანდარტული მდგომარეობიდან შეარხია სტუმრების კარის ბადე. საბოლოოდ 2:1.
იტალიელების წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ჯინჯოლავაც.