შვედეთის პირველობაზე, სადაც რამდენიმე კვირიანი პაუზა იყო გამოცხადებული, მე-12 ტურში “გიოტებორგმა” “კალმარს” უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. სტუმრები სამ ბურთიანი სხვაობით იგებდნენ, მაგრამ რაც “გიოტებორგის” ფეხბურთელებმა შეძლეს, პრესტიჟის გოლის გატანა იყო.
ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში და 90 წუთი დაჰყო მინდორზე “საბურთალოს” ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი ხარაიშვილმა, რომელიც უკვე კარგა ხანია გაუშინაურდა კლუბის თერთმეტეულს.