“საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა “ჩიხურასთან” გუნდს ოფიციალურ შეხვედრებში 150-ედ უხელმძღვანელა. მატჩის წინ, “საბურთალოს” მაისური წარწერით – ჭიაბრიშვილი 150, მთავარ მწვრთნელს კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ გადასცა.
ის, რომ “საბურთალო” ისტორიაში პირველად გახდა ქვეყნის ჩემპიონი, გიორგი ჭიაბრიშვილისა და მისი სამწვრთნელო შტაბის უდიდესი დამსახურებაა. კლუბის სახელით, ვულოცავთ გიორგის ეროვნული ლიგის ჩემპიონობას – გვჯერა, მასთან ერთად კიდევ დიდ გამარჯვებებს მივაღწევთ!