ანტე გი ოფიციალურად საბურთალოს ფეხბურთელია. 26 წლის კოტ-დ’ივუარელმა შემტევმა სამედიცინო შემოწმება დღეს გაიარა და კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.
გი ეროვნულ ლიგაში 2017 წლის სეზონში, სამტრედიას რიგებში ასპარეზობდა და წლის საუკეთესო ლეგიონერადაც დასახელდა. იქამდე კი პორტუგალიურ “კოვილიაში”, “კოიმბრაში”, “კიასოსა” და “ვიტორია” “გიმარაეშში” გამოდიოდა.